ნუციკო დეკანოზიშვილი
დილა დამადგება ბობო ბატონივით :)))))))
დილა დამადგება
ბატონივით,
ოხერ ჩამონათვალს
დამიტოვებს...
ბაღში აყვავებულ
ალუბლის ხეს
რიხით შეადარებს
ატმის რტოებს...
მერე, სიამაყით
შემახსენებს,
რომ დრო ფულია
და ფული-ჭუჭყი!
და მე ლოგიკურად
დავასკვნი, რომ
ადრე გაღვიძება
არის ფუჭი!
მერე, უსასრულოდ
ვიფარფატებ,
ათას უაზრობას
მოვედები...
ხელი მომაშველოს
ვინმემ დროზე-
-სად ხართ-
-ბოჰემური პოეტები!
სად ხართ,
დროის ფუჭად
მფლანგველები
რაღაც ლექსებზე და
სონეტებზე!
მე დღეს ტრიუმფალურ
თაღთან ვდგავარ
და დროს ვაგირავებ
მონეტებზე...
Showing posts with label დილა დამადგება ბობო ბატონივით :))))))). Show all posts
Showing posts with label დილა დამადგება ბობო ბატონივით :))))))). Show all posts
Tuesday, July 1, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)