Tuesday, July 1, 2008

ქალაი ხარ...

თეკლას
თავზე გადმომყურებ აშოლტილი,
ბავშვი კი არა და... ქალაი ხარ!
თხელი თითუცები-დაკოცნილი-
-ლერწმის ტაროებად გადაირხა...

თავზე ოქროსფერი ჩანჩქერები
გადარეულები გეხლებიან!
თავაწყვეტილი და მოქრიალე-
-ეს ხომ, შენი ირმის ფეხებია!

წელი-მორკალული, ქურციკივით...
ყელი-აღერილი თეთრი გედის!
რაც კი ნახატები მიხატია,
შენთვის ვვარჯიშობდი, თურმე, დედი..

.რაც კი მიმღერია-თურმე შენთვის,
ცამდე მინდოდა რომ ამეწიე...
შენთვის დედამიწა ავაბრუნე,
რომ ზღვის ტალღებივით დამერწიე!

ახლა გიყურებ და... ქალაი ხარ!
თაფლის სანთელივით მოციმციმე,
თვალებს იმნაირად აკვასკვასებ,
ვიცი, ალბათ, მალე მოვა ვინმე...

მერე, უეჭველად დაგარწმუნებს-
-თმა გიშერი აქვს და პირი ვარდი!
სანამ იმ ვაჟბატონს გაჰყვებოდე,
ერთიც გამიღიმე, დედი! კარგი?

დილა დამადგება ბობო ბატონივით :)))))))

ნუციკო დეკანოზიშვილი
დილა დამადგება ბობო ბატონივით :)))))))

დილა დამადგება
ბატონივით,
ოხერ ჩამონათვალს
დამიტოვებს...
ბაღში აყვავებულ
ალუბლის ხეს
რიხით შეადარებს
ატმის რტოებს...
მერე, სიამაყით
შემახსენებს,
რომ დრო ფულია
და ფული-ჭუჭყი!
და მე ლოგიკურად
დავასკვნი, რომ
ადრე გაღვიძება
არის ფუჭი!
მერე, უსასრულოდ
ვიფარფატებ,
ათას უაზრობას
მოვედები...
ხელი მომაშველოს
ვინმემ დროზე-
-სად ხართ-
-ბოჰემური პოეტები!
სად ხართ,
დროის ფუჭად
მფლანგველები
რაღაც ლექსებზე და
სონეტებზე!
მე დღეს ტრიუმფალურ
თაღთან ვდგავარ
და დროს ვაგირავებ
მონეტებზე...