ნუციკო დეკანოზიშვილი
დილა დამადგება ბობო ბატონივით :)))))))
დილა დამადგება
ბატონივით,
ოხერ ჩამონათვალს
დამიტოვებს...
ბაღში აყვავებულ
ალუბლის ხეს
რიხით შეადარებს
ატმის რტოებს...
მერე, სიამაყით
შემახსენებს,
რომ დრო ფულია
და ფული-ჭუჭყი!
და მე ლოგიკურად
დავასკვნი, რომ
ადრე გაღვიძება
არის ფუჭი!
მერე, უსასრულოდ
ვიფარფატებ,
ათას უაზრობას
მოვედები...
ხელი მომაშველოს
ვინმემ დროზე-
-სად ხართ-
-ბოჰემური პოეტები!
სად ხართ,
დროის ფუჭად
მფლანგველები
რაღაც ლექსებზე და
სონეტებზე!
მე დღეს ტრიუმფალურ
თაღთან ვდგავარ
და დროს ვაგირავებ
მონეტებზე...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
აი, მოვიდა და დაგადგა, თეკლა, ბობო დაგადგა დილა ბატონივით! :)
და აბა სად არიან ბოჰემური პოეტები?
bohemuri poetebi movlen sul male ;)
damadges batoni bobo ;;)
Post a Comment